PM Agency − მინიმალური დანახარჯით მიღებული მაქსიმალური ხარისხი

სალომე უკლება კომპანია PM Agency-ის დამფუძნებელია, რომელიც კომპანიებს PR-ის, მარკეტინგისა და გაყიდვების სერვისით უზრუნველყოფს და ეს ახალგაზრდა ხელმძღვანელისთვის მორიგი წარმატებული ნაბიჯია. PMA უკვე 2 წელია სხვადასხვა კომპანიას პიარის, მარკეტინგისა და გაყიდვების ერთიან სერვისს სთავაზობს. 
წარსულში დიპლომატისა და HR-ის პროფესიით მუშაობის შემდეგ, სალომემ მარკეტინგის მიმართულება არჩია და საკუთარი საქმიანობა ინტერესის სფეროს მოარგო. ასე შეიქმნა PMA, რომელიც 2016 წლიდან ბაზარზე გამოჩნდა და უკვე 11-მდე კომპანიას ემსახურება, მათი რიცხვი კი მუდმივად იზრდება.

როგორია PM Agency-ის საქმიანობის სპეციფიკა?

კომპანია პიარის, მარკეტინგისა და გაყიდვების სერვისს დამკვეთს ერთდროულად სთავაზობს. მათ შორის, ვინც PMA-სთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე არსებული კომპანიები, არამედ რამდენიმე საერთაშორისო და მსხვილი წარმომადგენლობაა.

როდესაც კომპანია მოგვმართავს, მათ ვეცნობით, სამოქმედო გეგმას ვუსახავთ; ხშირად სულ რამდენიმე წუთში ვახერხებთ გაკეთდეს მონახაზი, რომელიც საკმაოდ გრძელი ვადის პერსპექტივაზე ნაწილდება. ეს ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოვიდა. კონკრეტულ კომპანიას თანამშრომელს ვამაგრებთ, რათა ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს. ვაკეთებთ ხშირ ანალიზს.


არსებობს თუ არა გარკვეული მიმართულების მქონე კომპანიები, რომლებიც ძირითადად PM Agency-ის მომსახურებას ირჩევენ? 
კონკრეტული მიმართულება არ არსებობს, რადგან ჩვენთან თანამშრომლობის მქონე კომპანიების საქმიანობა ერთმანეთის მსგავსიც და ხშირად რადიკალურად განსხვავებულიცაა. მაგალითისთვის, ჩვენ შეხება გვაქვს სარესტორნო ქსელთან და ვეკონტაქტებით რესტორანს „თაშრე“, სამშენებლო ბიზნესს, ასევე ვთანამშრომლობთ GBN Group-ს; ჩვენს მომსახურებას იყენებენ ასევე საკურორტო ზონები და ვურთიერთობთ სასტუმროებთან: Svaneti (ლენტეხში) და ბაკურიანის Loft Hotel, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია ტურისტებისთვის, რადგან არაჩვეულებრივ ლანდშაფტთან ერთად, სტუმარს მასპინძლობის უმაღლეს ხარისხს სთავაზობენ. 

PMA იმპორტის სფეროსაც მოიცავს და კომპანია FALI-ს საქმიანობას გვერდით უდგას, რომელიც ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე, კერძოდ შანხაიში ექსპორტსა და რეალიზაციას უზრუნველყოფს. ასე რომ, ჩვენი სფერო მრავალფეროვანი და საინტერესოა, შედეგი კი ერთგვაროვნად წარმატებული.

რას მიიჩნევთ კომპანიის უპირატესობად?
ვფიქრობ, ეს არის დრო, ნაკლები ხარჯი ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე და ხარისხი − სამი რამ, რასაც პრინციპულად ემყარება წარმატება. PMA-ში კი სწორედ მაქსიმალური წარმატებისთვის მთელი გუნდი მუშაობს.
კომპანიას, რომელსაც პიარის, მარკეტინგისა და გაყიდვების მომსახურება სურს ან სამივე მათგანის სერვისით სარგებლობა აქვს გადაწყვეტილი, თითოეულ პოზიციაზე კონკრეტული პირების დასაქმება უწევს, PMA-სთან თანამშრომლობით კი სრულ სერვისს მაღალკვალიფიციური გუნდისგან იღებს, თანაც ხშირ შემთხვევაში ნაკლები დანახარჯითაც, ვიდრე აღნიშნულ სფეროში რომელიღაც წარმატებული მუშაკის დაქირავებისას უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. გამოცდილი კადრების პოვნაც ცალკე არსებული პრობლემაა. ჩვენთან კი, კვალიფიციური და პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ.

გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გარდა, რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ გუნდში მომუშავე ადამიანები?
ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი, საქმისადმი მათი ენთუზიაზმია. ცოდნასთან ერთად, მათ ამ მახასიათებელს გამოვარჩევდი. გადამზადება საზღვრებს გარეთ ხშირად მიმდინარეობს. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვნად სწორ კომუნიკაციას მივიჩნევ − გუნდში და მის გარეთაც.

დასაქმებულიდან თავად იქეცით დამსაქმებლად. როგორია გუნდის მმართველის პოზიცია?
სფეროსთვის საჭირო ალღოსა და პროფესიონალიზმის გარდა, ლიდერული და მენეჯერული თვისებების გაღრმავებასაც ვცდილობ. PMA-ში მეგობრული გუნდია და ჩვენი დამქირავებელი კომპანიების განვითარების გარდა, ერთმანეთის განვითარებასაც მხარს ვუჭერთ. 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს გარდა, ჯანმრთელობის სფეროში უმნიშვნელოვანესი თანამშრომლობა ბათუმის გულსისხლძარღვთა ცენტრთან შედგა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი ცენტრია და გამოირჩევა განსაკუთრებულად პროფესიონალი მედიკოსებით. აღნიშნული თანამშრომლობის შემდეგ, სხვადასხვა ორგანიზაციიდან არაერთი მოთხოვნა გაჩნდა, რის გამოც აჭარის დედაქალაქში უახლოეს ხანში ფილიალის გახსნა გადავწყვიტეთ.

გარდა ამისა, მზადდება ახალი პროექტი, რომელიც ბუღალტერიისა და აუდიტის სამსახურ GN Consulting-ის საქმიანობასთან სინთეზს გულისხმობს, რომელიც საქართველოში 32 დაწესებულებას ემსახურება. მათი სერვისები ჩვენს მომსახურებას დაერთვება და მალე უნიკალური პაკეტი ამოქმედდება. შედეგად, მომხმარებელს კიდევ უფრო სრულყოფილ მომსახურებას შევთავაზებთ. 
E-mail: salomeukleba@hotmail.com